სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევის შემთხვევაში სურვილი აქვს, სინოდის წინაშე თავადაც წარსდგეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევის შემთხვევაში სურვილი აქვს, რომ სინოდის წინაშე თავადაც წარსდგეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მოინახულა.
როგორც ადვოკატი ამბობს, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საუბრის თემა მეუფე გრიგოლთან შეხვედრა იყო.
მისი ინფორმაციით, დეკანოზმა მეუფე გრიგოლთან შეხვედრაზე ყველაზე კითხვაზე გასცა პასუხი.
რამიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვს მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომის მოწვევას, რათა ამ თემაზე კითხვები აღარ დარჩეს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში 24 ივლისს იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ კონკრეტული საჯარო პირები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს "სახლში წასვლასა" და დასვენებას ურჩევდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


