უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 აპრილი, 2018 10:50
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა - ადამიანის უფლებათა ცენტრი

საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და იმ უფლებადარღვევებზე, რაც საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განხორციელდა, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ე.წ. „ციანიდის საქმეში“ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, რაც სასამართლო სხდომების დაუსაბუთებელ დახურვაში გამოიხატა. სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დახურულიყო მხოლოდ სხდომების ის ნაწილი, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემები ქვეყნდებოდა.

„პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ე.წ. ციანიდის საქმეში არსებითად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი იმ პირობებში, როდესაც ადვოკატებს დააკისრეს გაუთქმელობის ვალდებულება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას.

გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებით დაცვის მხარეს წაერთვა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ექსპერტიზა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა აეროპორტში გიორგი მამალაძის დაკავებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც საქმეში მნიშვნელოვან ნეიტრალურ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ორივე ინსტანციის სასამართლოში წაერთვა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გასცეს პასუხი კითხვებს, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი. ორივე ინსტანციის სასამართლოში მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა გადატანილი და ყოველგვარი ეჭვი გადაწყვეტილია ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი გიორგი მამალაძეს მაინცდამაინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რაც საქმის განხილვის და გადაწყვეტის ყველა ეტაპზე გამოვლინდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი