უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ნოემბერი, 2017 16:50
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არაკანონიერად ეზღუდება - ადამიანის უფლებათა ცენტრი

ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ნათქვამია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

როგორც გიორგი მამალაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან შეხვედრისას განაცხადა, 13 ნოემბერს მან სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა მოითხოვა, რაზეც #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და თანამშრომელმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მას ამოწურული ჰქონდა სამი ზარის განხორციელების ლიმიტი. იმავე დღეს მსჯავრდებულმა წერილობით მიმართა დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა წერილობითი განმარტება.

,,13 ნოემბრით დათარიღებული საპასუხო წერილით (#61700894211), #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ზაზა ჯამატაშვილმა მსჯავრდებულს სატელეფონო ზარის განხორციელებაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ მას ამოწურული ჰქონდა საკუთარი ხაჯრით ტელეფონით სარგებლობის თვიური ლიმიტი, კერძოდ - განხორციელებული ჰქონდა სამი ზარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვის შეზღუდვას ლიმიტის ამოწურვის მიზეზით. ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკრულია კიდეც ინფორმაცია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტი არ ეხება სახალხო დამცველის ოფისის ტელეფონის ნომრებზე, მათ შორის - ცხელ ხაზზე დაკავშირებას.

პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მსჯავრდებულს უფლება აქვს: გ) ერთი თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტში არ შეიძლება შედიოდეს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზე დარეკვაც პატიმრისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს გადაუდებელი აუცილებლობისას, მაგალითად - თუკი მსჯავრდებული ჩივის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ან სხვა კანონიერი საჭიროებიდან გამომდინარე და სურს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ თუკი თვეში სამი სატელეფონო ზარი განხორციელებული აქვს, მსჯავრდებულს ერთმევა შესაძლებლობა, დაუკავშირდეს სახალხო დამცველს გადაუდებელი წესით.

როგორც #9 პენიტენციური დაწესებულების პრაქტიკიდან ირკვევა, დაწესებულების დირექცია არასწორად განმარტავს რეგულაციას, რომელიც თვეში სამი ზარის განხორციელების ლიმიტს ეხება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ეს რეგულაცია არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ დაირღვეს პატიმრის ფუნდამენტური უფლებები. თვეში სამი ზარის ლიმიტი უნდა ეხებოდეს მხოლოდ გეგმიურ ზარებს და არა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე გადაუდებელი წესით დარეკვას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

#9 პენიტენციურ დაწესებულებას, მიეცეს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად დაკავშირების უფლება;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეაგირება მოახდინოს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლების დარღვევის ფაქტზე“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი