უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2016 18:15
font-size

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. საუბარია 14 მილიონ ლარზე, რომელიც ახლებურად უნდა გადანაწილდეს - საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში შვიდი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა, რაზეც დამატებით 8 მილიონნახევარი უნდა დაიხარჯოს, ხოლო ხუთნახევარი მილიონი ლარი სოციალურ პროექტებს მოხმარდება.

საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობის განმარტებებს არ ენდობა, დაგეგმილ ცვლილებებს წინასაარჩევნოდ, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირებს და აღნიშნული პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

,,ვითხოვთ დოკუმენტალურად გაანალიზებულ ჩამონათვალს, სად მიდის საბავშვო ბაღებისთვის რვა მილიონი - როდესაც საუბარია, რომ გაიზარდა ბავშვების რაოდენობა, რომ ადრე დამთავრდა ბაღების მშენებლობები - მოვითხოვთ პასუხს, როდის გაიზარდა რაოდენობა, რომელ ბაღებზეა საუბარი, რამდენი შტატი მოემატა საბავშვო ბაღებს - ამ ეტაპზე ეჭვი ჩნდება, თუ დეტალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს მერია, ბუნებრივია ვერ დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა ფრაქცია რესპუბლიკელების ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

,,წინასაარჩევნო პერიოდში, დავით ნარმანიამ და ,,ქართულმა ოცნებამ“ თბილისის ბიუჯეტი ხარჯა ისე, რომ ადვილი ყოფილიყო ამომრჩეველზე ზემოქმედება. მათ ფაქტობრივად სრულად აითვისეს სოციალური ხარჯები, საიდანაც წინასაარჩევნოდ უხვად არიგეს ერთჯერადი დახმარებები და ახლა იმისთვის, რომ ეს ბიუჯეტი შეავსონ, ამცირებენ ისეთ პრიორიტეტულ მუხლებს, როგორიცაა საგზაო მიმართულება, ავარიული კორპუსების მშენებლობა და კეთილმოწობის ღონისძიებები“, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი ჯაბა სამუშია ოპონენტების ბრალდებებს ტყუილს უწოდებს.

,,ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ თითქოსდა სოციალურ მუხლში ამოიწურა თანხები და აქედან გამომდინარე, დამატებაა საჭირო, რაც ტყუილია. არანაირი წინასაარჩევნო კამპანია ამ კონკრეტული მიმართულებით არ დატყობია ბიუჯეტს. გადაწყვიტა ქალაქის მერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ, რომ ახალ წელთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პროექტი განგვეხორციელებინა სოციალურად დაუიცველებისთვის. ამიტომაც არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საშუალოდ 250 -300 ათასი ლარი სხვადასხვა რაიონს დავუმატოთ“, - განაცხადა სამუშიამ.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი