უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2025 15:37
font-size

დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება - ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულს, „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა – დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედანი

20-21 სექტემბერი

12:00-22:00

ღია კინოთეატრი

შემოდგომის ნუგბარი

ყველის და ღვინის კუთხე

ქალ მეწარმეთა ასოციაცია

კაფე „ლაღიძის წყლები”

სამეწარმეო მარკეტი

თემატური ფოტოზონები

ტკბილეულის სივრცე

კვების ზონა

საბავშვო კონცერტები

საბავშვო/გასართობი აქტივობები

თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

საღამოს კონცერტები

ელექტრონული მუსიკა

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერიიტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია

14:00 – „მეკო სტუდიის“ კონცერტი

15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

20 სექტემბერიგიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი

20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“

20 სექტემბერიანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

21 სექტემბერი იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

12:00 – „Sunny Studio”- ს კონცერტი

13:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი

16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

21 სექტემბერი გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

20:00 – საათი – ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი

21 სექტემბერიანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

აბანოთუბანი

20 და 21 სექტემბერი

12:00 – გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკი

20 და 21 სექტემბერი

12:00 – 22:00

გასტრონომიული ფესტივალი

სამეწარმეო მარკეტი

ტკბილეულის ფესტივალი

ღვინის და ყველის სივრცე

ლუდის ზონა

დეკორატიული თაღი და ხეივანი

ატრაქციონები

ღია კინოთეატრი

თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები

თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

ზღაპრის გმირების მსვლელობა

სხვადასხვა საბავშვო-გასართობი აქტივობები

სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინიგოლფი.

საბავშვო კონცერტები

საღამოს კონცერტები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი საბავშვო კონცერტები

12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

13:00 – სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი

14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი

20 სექტემბერი

18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი საბავშვო კონცერტები

12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

13:00 – ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი

14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი

15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

21 სექტემბერი

18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი ევროპის მოედანი

20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი