პოლიტიკა
„დებატები ევროპული მომავლისთვის` - გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, დღეს, რუსთავში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დებატები ევროპული მომავლისთვის" მონაწილეებს შეხვდა.
პროექტის ფარგლებში გიორგი აბაშიშვილმა რუსთავში არსებული ბანაკის ტერიტორია დაათვალიერა და მსმენელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
"ჩვენ შევხვდით ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს. ეს არის პროექტი, რომელიც ფინანსდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და მასში მონაწილეობენ დასავლეთ საქართველოს სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც, ერთი მხრივ, ეუფლებიან დებატების ტექნიკას და მეორე მხრივ, ცდილობენ გაიღრმავონ სამოქალაქო განათლება, მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის, ევროინსტიტუტების შესახებ, რაც ახალგაზრდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შემდგომ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას გაუწევენ მათ თანატოლებს და ჩვენ მათ მხარდაჭერას განვაგრძობთ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტში ოთხი რეგიონის: აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის დამამთავრებელი კლასის ორმოცდაათამდე მოსწავლე მონაწილეობს. დებატების ბანაკი მოიცავს პანელებს ლექცია- დისკუსიებისთვის, კულტურულ- შემეცნებით აქტივობებს, დებატების ტექნიკის ტრენინგებსა და ტურნირს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მომხსენებლები. დებატების ტურნირის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


