უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 თებერვალი, 2018 15:10
font-size

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბახვა სტურუას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

,,საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადასტურდა ბახვა სტურუას უდანაშაულობა და დადგინდა მისი პოლიტიკური დევნის ფაქტი. კერძოდ, 2011 წლის 21 მაისს, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ბახვა სტურუა მეგობართან ერთად ავტომანქანით ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისინი გააჩერეს შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბახვა სტურუა იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობის წევრი და მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, დააკავეს სრულიად უკანონოდ და მისი მსჯავრდების მიზნით ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“.

2011 წლის 01 დეკემბერს, ბახვა სტურუას მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პოლიტპატიმრად ცნობის შემდეგ მოხერხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი ბახვა სტურუა უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აგრძელებს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის და უკანონოდ გასამართლებული დაზარალებული მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესს, რომლის ფარგლებში დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო: დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას შეძლებს.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 24 ნოემბერს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ლევან ჯამაგიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ლევან ჯამაგიძის ოჯახის წევრებს, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს მთლიანობაში 95 568 ლარის ღირებულების ორი ერთეული „ჰიუნდაი IX 35“ მარკის ავტომანქანა, რომლებიც ჯამაგიძის ოჯახმა ჩუქების გზით სახელმწიფოს გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ ლევან ჯამაგიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ ლევან ჯამაგიძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ზემოხსენებული ორი ავტომანქანა.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით მოქალაქე გიორგი ონიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2005 წელს, გამგეობაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, გიორგი ონიანმა საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.

სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. ქონების ჩამორთმევის მიზნით, თითქოსდა ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს გიორგი ონიანი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ კუთვნილი 228,38 ჰა დან უკანონოდ დაათმობინეს 120 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.

პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზარალებული დაიბრუნებს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 53 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 16 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 149 მოქალაქეს დაუბრუნდა 44 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი