უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2018 15:40
font-size

დავუჭერთ მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურის შემთხვევაში და ველით იგივე, მკაფიო, ნათელ განცხადებას „ევროპული საქართველოსგან“ - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვას, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მხარს დავით ბაქრაძეს, თუკი ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა.

გიორგი ვაშაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშია“ დაუჭერს მხარს დავით ბაქრაძეს და იმავეს ელოდება „ევროპული საქართველოსგან“ მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში.

გიორგი ვაშაძის თქმით, ყველანაირი კვლევით, მაღალი ალბათობით, გრიგოლ ვაშაძე პირველივე ტურში იმარჯვებს.

„საზოგადოებრივი განწყობითა და ბოლო პერიოდში ჩატარებული მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის კვლევებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ერთპიროვნულად ლიდერობს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის და მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში იმარჯვებს. რაც შეეხება ჰიპოთეტურ დაშვებას, მეორე ტურში ევროპული საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერის თაობაზე, ვაცხადებთ, რომ დავუჭერთ მხარს და ველით იგივე, მკაფიო, ნათელ განცხადებას მათგან და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან”, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი