საზოგადოება
დავიწყეთ მუშაობა, რათა შევძლოთ ბიზნესის ინტერესების დაცვა სასამართლო სისტემაში - ირაკლი ლექვინაძე
საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძემ 2018 წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე და 2019 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.
„2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნესდავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილება, რომლიც მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის'' (Amicus Curiae) ფუნქციის გამოყენების არეალი გაფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, საერთო სასამართლოების სისტემაშიც გვრცელდება.
„დავიწყეთ მუშაობა, რათა შევძლოთ ბიზნესის ინტერესების დაცვა სასამართლო სისტემაში. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში, რომელიც გვანიჭებს უფლემოსილებას ჩავერთოთ საერთო სასამართლოებში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებში და ჩვენი რეკომენდაციით გავაძლიეროთ ბიზნესის პოზიციები,“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


