პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა
ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან“ დაკავშირებით. მათ დეტალურად განვუმარტე ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მოხდა ამ სიის ფორმირება. ასევე ის, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და მთავრობის დადგენილება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზანკალიანმა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულებისას.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულებით უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები. ამ კუთხით, ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, სადაც მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სანქციები ამ სიასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში. ასევე პოზიტიურად შეაფასა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საკანონმდებლო ინიციატივა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურასთან, იმისთვის, რომ ის დავალება რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება იმისთვის, რომ იმ პირების მიმართ, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნას შემზღუდავი ზომები, რომ დადგეს შესაბამისი შედეგები.„- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშულთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს, რისთვისაც აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


