პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ურუგვაის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ მონიკა ქსავიერს შეხვდა. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რასაც დეპუტატი ახორციელებს საქართველოსა და ურუგვაის ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა სენატორ ქსავიერის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ტრადიციას.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის და საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობის წესის შესახებ, დავით ზალკალიანმა სენატორს გააცნო ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საქართველო ევროპული საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა.
მინისტრმა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს გააცნო საქართველოს განვითარების ხედვა და მიმდინარე რეფორმები. სენატორის მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ჯანდაცვის და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ 2022 წლისთვის განათლების სფეროს მშპ-ის 6%-ით დაფინანსების შესახებ.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ურუგვაის შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით. მინისტრმა სენატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ასევე იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანაში შექმნილია ევროკავშირთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ეკონომიკებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოქმედი შეთანხმებებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის და სიცოცხლის ხელყოფის გახშირებულ ფაქტებზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა ურუგვაის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


