პოლიტიკა
დავით ზალკალიანი შანხაის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა შანხაის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი იან ძიენი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს მინისტრის მოადგილემ გააცნო ჩინურ მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ასევე საქართველოს ბიზნეს გარემო, ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და ამ სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია.
საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსაც და აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებს. აღინიშნა 2017 წლის მაისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა, რაც თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივის “სარტყელისა და გზის“ მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


