პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებს შეხვდა
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლართან, ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, გიუნტერ ბეხლერთან და გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოს საკითხებზე, ანტი ტურუნენთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მასში ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა მოლაპარაკებების ფორმატის მთავარ სამუშაო თემებზე, კერძოდ, ძალის არ გამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება. ქართული მხარის მიერ დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან ქართული მხარის საპასუხოდ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა და გამოითქვა მწუხარება, რომ ვერ ხერხდება იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის შესაბამისი განხილვა მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


