პოლიტიკა
დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. მათ შორის, დავით ზალკალიანი, გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტში, ასევე წელს მეორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
დავით ზალკალიანი ასევე სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივის (Good Human Rights Stories) ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც გაშუქდება მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებული მაგალითები. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის მინისტერიალი. მინისტრი ტრადიციულად შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.
საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში, „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მინისტერიალში, კასპიის ბიზნესფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიზნით ინოვაციური დაფინანსების შესახებ მაღალი დონის შეხვედრასა და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებში.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


