პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მისი მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლის გაზრდას.
აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო, მათ შორის ეუთო-ს მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისადმი მხარდაჭერა და აღნიშნეს ამ პროცესში ეუთო-ს მონაწილეობის მნიშვნელობა, ისევე როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლსა და მისი მუშაობის განახლების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ თანამშრომლობას ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან.
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ქართულ მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ახალი პრეზიდენტის არჩევა, თავის მხრივ ქართულმა მხარემ აღნიშნა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის როლი და საქმიანობა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნა გაცემული.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


