პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ბანგლადეშის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ბანგლადეშის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აბულ ჰასან მაჰმუდ ალისთან. მინისტრებმა მომოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და ბანგლადეშის თანამშრომლობა. საუბარი შეეხო აგრეთვე გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგზე, იმ საერთაშორისო აღიარებაზე, რაც ქვეყანას აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ხაზზე, მინისტრმა კოლეგას გააცნო ამ მიმართულებით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დასაახლოებლად და ხალხთაშორისი კონტაქტების გასააქტიურებლად. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ბანგლადეშის მხარეს წარუდგინა გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) პრეზიდენტობის საქართველოს კანდიდატი დავით კირვალიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დავით კირვალიძის პროფესიონალიზმს და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამული პრიორიტეტები, რაც ემსახურება ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდას და მისი საქმიანობის კონცენტრირებას წევრი ქვეყნების საჭიროებებზე. დავით კირვალიძემ ბანგლადეშის მხარეს მოკლედ გააცნო მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის განვითარების და საქმიანობის ხედვები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას სტუმრობს, სადაც მონაწილეობს ბუენოს-აირესში მიმდინარე გაეროს მარალი დონის კონფერენციაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


