პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ანტიგუას და ბარბუდას ინოვაციების მინისტრს შეხვდა
2017 წლის 6 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-ნმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ბ-ნ მელფორდ ნიკოლასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სფეროებში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე. ხაზი გაესვა აკადემიური გაცვლების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი ნიკოლასი ქ. თბილისში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს. მინისტრი ასევე ესტუმრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მონაწილეობა მიიღო გურიაში საქართველოს იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


