საზოგადოება
დავით ზალკალიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ.
გავრცელებული ცნობით, მხოლოდ ერთ დღეს საქართველოში შემოსვლაზე უარი 200 ირანელს ეთქვა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მომხდარის შესახებ მას განსხვავებული ინფორმაცია აქვს, თუმცა ირანის საელჩოსთან კომუნიკაციას აუცილებლობად თვლის.
„ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია. ბუნებრივია იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და ბუნებრივია, მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს“, - ამბობს დავით ზალკალიანი.
მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, რა მიზეზით ეთქვათ ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე უარი.
ირანული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული. მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


