პოლიტიკა
დავით უსუფაშვილმა ,,ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ,,ქართული ოცნების“ წევრები - გია ვოლსკი, მანანა კობახიძე და გიორგი კახიანი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, უსუფაშვილის კაბინეტიდან გამოსულმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია ,,იმედს“ განუცხადა, რომ შეხვედრაზე მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
გია ვოლსკიმ დავით უსუფაშვილი შეაფასა, როგორც პარლამენტის წარმატებული მმართველი და მასთან სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა.
,,ვნახოთ, გაზაფხულს დაველოდოთ. მე ვფიქრობ, რომ დავით უსუფაშვილმა მნიშვნელოვნად შეამცირა საქმიანობის დიაპაზონი, როდესაც პარტიულ ფორმატში გადავიდა. პარტიამაც ვერ გამოიჩინა თავი პოლიტიკური მიმართულებებით. ვნახოთ, გაზაფხულზე როგორ დავით უსუფაშვილს ვიხილავთ, რა საკითხები ექნება პრიორიტეტული, რა თემებს დააყენებს და მერე განვსაზღვრავთ. თანამშრომლობას გარკვეული ფორმატი, საკითხები და წინადადებები სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


