პოლიტიკა
დავით უსუფაშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან თავად იყო პარლამენტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას გაუკვირდა საპრეზიდენტო კანდიდატ დავით უსუფაშვილის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით. დეპუტატის შეფასებით, უსუფაშვილმა შეცდომა დაუშვა.
„ასეთი კომენტარი განსაკუთრებით უსუფაშვილისგან გამიკვირდა. ვინ, ვინ და მან ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ის პირი არ არის, რომელიც პერსონალურად გადაწყვეტილებას მხოლოდ ისეთ საკითხებზე იღებს, როგორებიცაა თანაშემწის დანიშვნა ან ვინმეს მივლინებაში გაშვება. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში პირველი წერია, რომ ის პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.
საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს და როცა სპიკერი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას წარმოადგენს, მისი უფლებამოსილება ასე რომ დაამცირო და დააკნინო, ეს იმას ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა საკუთარ უფლებამოსილებას მიაყენო, რასაც ახორციელებდი. მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო დაშვებული, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე იყო და იცის, რომ სპიკერი თანაშემწის დანიშვნისა და მივლინებაში ვინმეს გაშვების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით რეგლამენტში სხვა ბევრი ფუნქცია წერია, ხოლო მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკნინება საკუთარი, წარსული საქმიანობის უპატივცემულობაა“, – განაცხადა ბესელიამ.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით იმსჯელებენ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განლაგდეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


