პოლიტიკა
დავით უსუფაშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების გამო თეა წულუკიანი უნდა გადამდგარიყო
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურად პასუხისმგებელია პროკურატურის სისტემაზე და ამის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების გამო სწორედ წულუკიანი უნდა გადამდგარიყო.
„ვთვლით, რომ მთავარ პროკურორად გვჭირდება მაღალი ნდობის მქონე ადამიანი. დასახელდა საინტერესო კანდიდატურები: შალვა შავგულიძე, ანა დოლიძე, ლია მუხაშავრია... სამივეს ის თვისებები აქვს, რომელიც სჭირდება პროკურორს. ხელისუფლებამ ამ წრიდან უნდა აარჩიოს, სხვა შემთხვევაში პროცესების ცოტა სხვა მი-მართულებით განვითარებას მივიღებთ.
იუსტიციის მინისტრს რაც შეეხება, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი პროკურატურის სისტემაზე, უფრო მეტად ვიდრე სასამართლო სისტემაზე, არის იუსტიციის მინისტრი. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება იღებდა პროკურორის გადადგომის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ სწორედ პრო-კურორი არის ის ადამიანი, ვინც ვადით არის დანიშნული და დაცულია ბევრი სამართლებრივი ნორმით და მი-ნისტრია ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ხოლმე. მე თავიდანვე გამიკვირდა, რო-დესაც მოხდა პირიქით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ იყო დანახული ხელისუფლების მხრიდან, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა შეცვლილიყო.
რაც შეეხება შოთაძეს, მას, რა თქმა უნდა, შეეძლო საქმე უკეთ წარემართა, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თავისი ინიციატივით ეს კაცი ცუდი საქმეების გამკეთებელი არ იყო. მე არ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრი ავალებდა ცუდი საქმეების კეთებას, მაგრამ თავად პოლიტიკური ქუდი არის დამნაშავე იმ ვითარე-ბაში, რაშიც პროკურატურაა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


