პოლიტიკა
დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება
„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა. პრეზენტაცია ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართა.
უსუფაშვილის თქმით, შერგელაშვილს აქვს 20-წლიანი პოლიტიკური გამოცდილება. გარდა ამისა, მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მის პარტიას შორსმიმავალი გეგმები აქვს, რომლის მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. ადგილობრივ არჩევნებზე კი ვიტყვით სერიოზულ სიტყვას. ჩვენ ამ არჩევნებზე „შენების მოძრაობას“ წარმოვაჩენთ, როგორც დიდ ძალას. ჩვენი ლიდერი თბილისში იქნება თენგო შერგელაშვილი. იგი საუკეთესო კანდიდატია, მას აქვს 20 წლის სტაჟი ანალიტიკური, პოლიტიკური მოღვაწეობის. იგი არის თვითმართველობის რეფორმის ერთ-ერთი შემოქმედი. თენგო გაგვიძეხი ამ არჩევნებში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე დაამატა, რომ პარტიას სერიოზული „ამბიციები“ ექნება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
თენგიზ შერგელაშვილს სახელს 2013-2014 წლის თვითმართველობის რეფორმა უკავშირდება, ის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია. შერგელაშვილი წლების განმავლობაში იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხოლო 2012 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, სადაც თვითმმართველობის მიმართულებას კურირებდა. ის ამ თანამდებობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იკავებდა.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


