უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მაისი, 2023 19:24
font-size

დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილს: მოგმართავთ, გააგრძელოთ კომისიისთვის საჭირო პროცედურები, თუ 50 პარლამენტარის ხელმოწერაც არაა საკმარისი, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხრიკს მიმართა და პარლამენტის 50 წევრს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას, თავისი ნებით გადაწყვიტოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობის გამოყენებით, არ მიეცა ამის საშუალება.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, პარლამენტის 50 წევრი ხელმოწერით ადასტურებს საკუთარ ნებას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩვენ გაახლებთ პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერას. ანუ, ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის ერთი მესამედის მხარდაჭერა და სხვა ადამიანები რა აზრზე ბრძანდებით, ეს არ აინტერესებს კონსტიტუციას. ამ ჩვენი ნების გამოვლენით, მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები. თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება, ამ პარლამენტში თუ არა, შემდგომ პარლამენტში, რათა ყველაფერთან ერთად, რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებულ და სააშკარაოზე გამოტანილ იყოს ისიც, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში. კონსტიტუციით გარანტირებული უფლება წაშალეთ, კონსტიტუცია გადაშალეთ და წაშალეთ, ამის პატიება არ შეიძლება. ეს ეპატია წინა ხელისუფლება 2012 წელს, არ შეიქმნა ასეთი კომისია, რადგან 2012 წლის დეკემბერში საპარლამენტო კომისიის შექმნის პროცესში, დიახ, მაშინაც ჩაერივნენ ვიღაცები, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე. არ შეგვაქმნევინეს კომისია სწორედ მართლმსაჯულების და სამართალდამცავ სისტემაში გამოძიებისთვის, იგივე ხდება ახლა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი