სამართალი
დავით უსუფაშვილი პარტიას ქმნის
საქართველოს პარლამენტი ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის მთავარი ამოცანა 2020 წელს არჩევნებში წარმატების მიღწევა და კოალიციურ ხელისუფლებაში მოსვლა იქნება.
ამის შესახებ უსუაფშვილმა მედიას განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ პროექტთან დაკავშირებით იგი გარკვეული დროის განმავლობაში იმ ადამიანებთან მუშაობდა, ვისაც ქვეყნის განვითარების ხედვა აქვთ.
„ეს არის პოლიტიკური პროექტი. პოლიტიკურ პროექტში იგულისხმება არჩევნებში წარმატების მიღწევა. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება 2020 წელს არჩევნებში წარმატება და ხელისუფლებაში მოსვლა, კოალიციურ ხელისუფლებაში მოსვლა. მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებია, ყოველი დღე მნიშვნელოვანია. პოლიტიკურ პროექტში იქნება გარკვეული ეტაპები. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში ამ გუნდის ნაწილი, ალბათ მიიღებს მონაწილეობას, მეორე ნაწილი, შესაძლოა აქტიურად არ ჩაერთოს, იმიტომ, რომ მათთვის შესაძლოა პოლიტიკური პროცესების მომდევნო ეტაპები უფრო იყოს საინტერესო და დანახული“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


