კომენტარი
დავით თევზაძე- ლევან იზორიაზე: როცა მინისტრი ხარ, ნაკლები უნდა ილაპარაკო
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, მას თავდაცვის სამინისტროს მინისტრის, ლევან იზორიას, გუშინდელი განცხადება არ მოეწონა.
ამის შესახებ თევზაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ოფიცრები არ იყვნენ ისეთი კვალიფიციურები, რომ დამოუკიდებლად რაიმეს გადაწყვეტა შეძლებოდათ.თავდაცვის მინისტრის გუშინდელი კატეგორიული განცხადება მე არ მომეწონა. როცა მინისტრი ხარ, ნაკლები უნდა ილაპარაკო. არსებობს კადრების განყოფილება, რომელიც სამხედროების კვალიფიკაციას აკვირდება. დანიშვნა უნდა ხდებოდეს კვალიფაკაციის შესაბამისად. ასეთი წერილი რომ მოეწერა ვინმეს ჩემთვის, „მართალია არ ვარგა, მაგრამ შენ გადაწყვიტე დანიშნავ თუ არა“,- ეს არის მინიმუმ უპასუხისმგებლობას. შემდეგი წერილი უარესი შეუვა მას და პრაქტიკულად მართვის გაშვება ხელიდან სხვას არაფერს ნიშნავს“,-განაცხადა დავით თევზაძემ.
მისი განმარტებით ჯარში პოლიტიკური სიმპატიები არ უნდა არსებობდეს.
„ფიცი ჯარისკაცს ვინმე ბელადის ერთგულებისთვის კი არ აქვს დადებული, არამედ სახელმწიფოს ერთგულებისთვის. მეფე რომ იყოს აქ ვინმე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯარისკაცი ფიცს აძლევს“,- აღნიშნა თევზაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


