უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მაისი, 2025 15:36
font-size

დავით სონღულაშვილმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში ილჰამ ალიევს უმასპინძლა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2025 გაიხსნა. საქართველოს ეროვნული პავილიონი ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

პრეზიდენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად უმასპინძლა.

ილჰამ ალიევმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა აგროგამოფენაში CASPIAN AGRO 2025 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი მწარმოებლები ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველია.

„ჩვენი მონაწილეობა გამოფენაში CASPIAN AGRO რეგიონული თანამშრომლობის, ჩვენი ურთიერთობის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას ახალ ბაზრებზე წვდომაში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენაზე მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებიან.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი