პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გვქონდა პირველი ვიზიტი. მე მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის. სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობაა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აზერბაიჯანის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამო საქართველოს უკავშირდება. გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ჩვენთვის თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებებს წარმოადგენს. ვფიქრობ, არაერთ ორმხრივად საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა ფაიგ გულიევმა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


