უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2025 13:44
font-size

დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, ტატიანა მოლჩეანს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, ტატიანა მოლჩეანს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში, აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გიორგი მაჭარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა UNECE-ს საქართველოსთვის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვის, გარემოსდაცვით მონაცემთა სისტემების გაძლიერებისა და ინდუსტრიული ემისიების კონტროლის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

„UNECE ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია გარემოსდაცვითი რეფორმების განხორციელების პროცესში. მათი მხარდაჭერა არსებითად უწყობს ხელს საქართველოს პროგრესს ჰაერის ხარისხის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის გამჭვირვალობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

UNECE-ს აღმასრულებელმა მდივანმა, ტატიანა მოლჩეანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესის შესახებ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვის, UNECE-ის კონვენციების ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ. აღმასრულებელმა მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს წყლის რესურსების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ შედეგზე გაამახვილა.

ტატიანა მოლჩეანმა UNECE-ის სახელით გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება UNECE-სთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა, მათ შორის: ემისიების ინვენტარიზაციისა და პროგნოზირების სისტემების გაძლიერება, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მონაცემთა მართვის სფეროში; 15 ავტომატური და 3 მობილური მონიტორინგის სადგურების ქსელის გაფართოება; Euro 5-ის სტანდარტის ამოქმედება და საწვავის ხარისხის გამკაცრებული კონტროლი; ახალი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის აღსრულება, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.

„საქართველო მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა UNECE-სთან, რათა უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა და UNECE-ს საქართველოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის ობიექტური და პოზიტიური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი