უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 დეკემბერი, 2025 13:23
font-size

დავით სონღულაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„საქართველო, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად ჩამოყალიბდა. მიმდინარე წარმატებული რეფორმები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიზნესგარემო ორმხრივი თანამშრომლობისათვის ხელსაყრელ სივრცეს ქმნის. საქართველო გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი საინვესტიციო ქვეყანაა. მინიმალური ბიუროკრატია და დაბალი საგადასახადო ტვირთი ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თელ-ავივში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მინისტრმა საქართველოს აგროსასურსათო პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერამ კერძო სექტორის ზრდა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, აგროსასურსათო წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდაში აისახა. მინისტრის განცხადებით, ბაზრების დივერსიფიცირება საქართველოსთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია. თუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 80-85 ქვეყანაში ხორციელდებოდა, 2024 წელს ეს რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი მიმართულებაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ სფეროს მხარდაჭერას გაზრდილი დაფინანსებით, შეღავათიანი ფინანსური რესურსებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით. მიღწეული შედეგები ცხადყოფს, რომ ეს ძალისხმევა ეფექტიანია და საქართველოდან აგრარული პროდუქციის წარმატებული ექსპორტი ხორციელდება.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერების კუთხით საქართველოს სტრატეგია გააცნო და ძირითად საკვანძო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა მიწისა და წყლის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, სასოფლო-სამეურნეო სერვისების გაძლიერებას, ახალი და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას. აღნიშნა, რომ, ბოლო დროს, საქართველოს კარგი შედეგები აქვს აკვაკულტურისა და სასათბურე მეურნეობების მიმართულებით, სადაც ისრაელის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა საინვესტიციო გარემოს მიმართ ინტერესი გამოხატეს და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტებით დაინტერესდნენ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი