პოლიტიკა
დავით სერგეენკო ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება მიაპყრო თბილისში მოქმედი ლუგარის ცენტრის მნიშვნელობას. „საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში, საფრთხეების დეტექციის კომპონენტში. ლაბორატორია გვაძლევს დიდ უპირატესობას დაზუსტებულად ვიცოდეთ საფრთხეების წარმომავლობის შესახებ“.
ვაშინგტონში ვიზიტამდე, ჯანდაცვის მინისტრი ატლანტაში სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან - ანა შუჩატთან და ცენტრის სხვა ხელნძღვანელ პირებთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებები იყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


