სამართალი
დავით საყვარელიძე- პროკურატუის განცხადებაზე: ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული
„ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული,“- ასე შეაფასა დავით საყვარელიძემ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.
დავით საყვარელიძე უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომიკურს და ტრაგიკულს უწოდებს.
„კომიკური და ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები პრიმიტიული, გონებაშეზღუდული და ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ, ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა,“- აღნიშნა საყვარელიძემ.
დავით საყვარელიძე საქმეში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს.
„უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის დანაშულის მასალების, მტკიცებულებების გაყალბება, ამაზეა ცალკე მუხლი, ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები და ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ,“- განაცხადა დავით საყვარელიძემ.
საყვარელიძის განცხადებით, ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.
„სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს საქართველოს პროკურატურას ჩემთან. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძისდროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა. სამარცხვინოა, პირში ვეტყვი, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც მე კარგად მიცნობენ, ვინც დღეს გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელები, შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მთავარმა პროკურატურამ ,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაასახელა ის პირი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლას ახდენდა.
როგორც უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


