პოლიტიკა
დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ტოვებს
დეპუტატ თემურ ჭკუასელის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე, დავით საგანელიძე ტოვებს. ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს უთხრა პოლტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
საგანელიძის განმარტებით, ის ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ფორმალურად იმყოფება პოლიტსაბჭოში.
„კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი, რამდენი წევრი იქნება ახალ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში. სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ახალი სახეებიც აუცილებელია პოლიტიკაში. მე ჩემი პოზიცია გამაჩნია, 2 წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, არ ვარ პოლიტიკაში. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს ამ განცხადებას, რომ სჯობს, მე არ ვიყო პოლიტსაბჭოს წევრი“, - თქვა საგანელიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


