პოლიტიკა
დავით საგანელიძე პოლიტსაბჭოში რჩება - აკაკი ზოიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე, დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში რჩება.
„დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი, თვლიდა, რომ შეიძლებოდა მისი წევრობა სხვაგვარად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ საბჭოში უნდა ყოფილიყო ადამიანი, არა პარლამენტიდან ან მთავრობიდან. ასეთი ადამიანი იყო დავით საგანელიძე", - თქვა ზოიძემ.
თვითონ ზოიძემ აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრობა მისი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა.
„ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და შევთანხმდით პრინციპზე, რომელიც არის ის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა ყოფილიყვნენ აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი პარლამენტიდან, ასევე ფრაქციის წარმომადგენლები. თავად შემადგენლობა უკვე ცნობილია და მე ვიმეორებ, ჩემთვის, ისე როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არ არის. პოლიტსაბჭო არის პირველ რიგში ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, სტრატეგიულ კურსს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე. უნდა შექმნილიყო პარტიისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურა და ამიტომ შემცირდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე. ეს არის ის ოპტიმალური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მართო. არანაირი პიროვნული დისკუსიები არ ყოფილა", - თქვა ზოიძემ.
როგორც სგაანელიძემ პოლისაბჭოს სხდომამდე განაცხადა, ის ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ფორმალურად იმყოფება პოლიტსაბჭოში, რის გამოც დააპირა მისი დატოვება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


