უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ნოემბერი, 2018 12:40
font-size

დავით როსტომაშვილზე ჯგუფურად ყაჩაღობის საქმეზე მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ იუმორისტ დავით როსტომაშვილის ჯგუფურად ყაჩაღობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული, ზურაბ ქუთელია უდანაშაულოდ სცნო და ის პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ქუთელიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, დაცვის მხარემ სასამართლოში ახალი მტკიცებულება წარადგინა, რომელიც საქმეში მსჯავრდებულის ბრალეულობას გამორიცხავს.

ადვოკატის ინფორმაციით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ახალი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად გავიდა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

,,იმ პირს, რომელსაც ქუთელიას უკავშირებდნენ, იდაყვიდან მაჯამდე აღენიშნებოდა არაერთი სვირინგი. ზურაბ ქუთელიას კი, სვირინგი აბსოლუტურად სხვა ადგილზე აქვს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება დანარჩენ ორი მსჯავრდებულს, ბექა კირვალიძისა და არტემ აგაჯანოვის მიმართ განაჩენი მეორე ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა.

ცნობისთვის, მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულები ბექა კირვალიძე და ზურაბ ქუთელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ დამნაშავედ სცნო ყაჩაღობაში და სასჯელის სახით 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, არტემ აგაჯანოვს, მას მოსამართლემ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი