საზოგადოება
დავით ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გათავსიუფელბას ითხოვს
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს და ამ მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნეპოტიზმია და ბევრ ცნობილ და ნიჭიერ ხელოვანს თეატრს არც კი აკარებენ.
„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს.“- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


