პოლიტიკა
დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში 11 აპრილს მივა
დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში 11 აპრილს მივა და დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხსენების გარდა, მერი საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის საკრებულოში მისვლას ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლო დროს აქტიურად ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა, "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემას, რასაც ოპოზიცია კორუფციულ ფაქტად და ქრთამად აფასებს და საკრებულოში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერს იბარებდა.
პასუხად დავით ნარმანია აცხადებდა, რომ საკრებულოში მიუსვლელობით კანონს არ არღვევს და თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში აპრილში ანგარიშის წარსადგენად მივა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


