პოლიტიკა
დავით ნარმანია - იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის არის აბსოლუტურად უსაფუძვლო
„იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის ნაცვლად არსებითი შენიშვნებისა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარაციონალური“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ოპონენტების შენიშვნები ძირითადად გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებზეა აგებული.
„არავის უკვირს, რომ დღეს დედაქალაქს აქვს ძალიან ბევრი საჭიროება, ეს ყველაფერი მოიტანა სწორედ იმან, რომ წლების განმავლობაში ქალაქისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პირად კეთილდღეობაზე იყო თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტი მორგებული, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მიმართულებით იგრძნონ წინსვლა თბილისელებმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს სწორედ დედაქალაქის საჭიროებებს პასუხობს და მომავალ წელსაც, 2014-16 წლების მსგავსად, გაგრძელდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.
თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


