პოლიტიკა
დავით ნარმანია ჩუმად აკეთებდა ბევრ საქმეს და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო - გიორგი კვირიკაშვილი
აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
,,დღეს კახისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა, მას გადავუხადო დიდი მადლობა. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი - ეს არის ჯამში მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; აშენდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური, იგეგმება მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც დედაქალაქის მერობა ჰქვია, კახი წარმატებით გაართმევს თავს. მინდა, კახის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად.
ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის თბილისის მერს, დავით ნარმანიას. დავით ნარმანიას არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. იგი ჩუმად აკეთებდა ბევრ საქმეს და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს. მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


