პოლიტიკა
დავით კირკიტაძის ცხოვრების მანძილზე არასდროს არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ მას შეურაცხყოფა მიეყენებინა პოლიციელისთვის - ადვოკატი
დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გზავნილი გააცნო.
„სამართლიანობისთვის ბრძოლაში არცერთი ნაბიჯით უკან - ეს არის მისი სიტყვები, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დღეს წარედგინა დავითს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომელიც იმყოფებოდა ერთ-ერთ ავტობუსში, ეს არის ბრალდების შინაარსი და თითქოს, ამის გამო იგი უნდა იყოს დაპატიმრებული. ყველა სამართლებრივი გზით ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ბატონი დავითისგან მინდა გადაგიხადოთ მადლობა თანადგომისთვის, ბრძოლის ჟინისთვის. ის აცხადებს შიმშილობას და გააკეთებს ყველაფერს, რომ სიმართლე დაამტკიცოს. მან თქვა, რომ ის დიდ პატივს სცემდა ყოველთვის პოლიციელებს და მისი ცხოვრების მანძილზე არასდროს არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მათთვის, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - განაცხადა კირკიტაძის უფლებადამცველმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ დავით კირკიტაძეს, რომელიც ორი დღის წინ 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების შედეგად დააკავეს, თელავის პოლიციის იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
დავით კირკიტაძეს გამოძიება ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


