უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 დეკემბერი, 2018 17:20
font-size

დავით კირკიტაძის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე გურჯაანის რაონული სასამართლო განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის მიმართ პატიმრობის შფარდების თაობაზე გურჯაანის რაონული სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 20 დეკემბერს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ დავით კ.-ს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს, ქ. თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მიმართულებით გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, ამავე დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი, რომლითაც ისინი ყვარლის გავლით შეძლებდნენ თელავში ჩასვლას. მიუხედავად ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებისა, 2018 წლის 16 დეკემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც სურდათ თელავის მიმართულებით გადაადგილება, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. იმავე დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, პოლიციის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით კ. თავს დაესხა საავტომობილო გზაზე ავტობუსში მყოფ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორს, რომელსაც მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

კერძოდ, ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო, ამჟამად კი ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს პატიმრობას. ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართება“. - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი