უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 დეკემბერი, 2018 14:10
font-size

დავით კირკიტაძეს 27 პარლამენტარი უდგებოდა თავდებში, მათ შორის უმრავლესობის წევრები - ადვოკატი

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს თავდებში უდგებოდა 27 დეპუტატი, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ, თუმცა ეს მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

„ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ სასამართლო სამართლიანობის ფარგლებში დარჩებოდა, თუმცა სიმბოლურია, რომ მოსამართლე სათათბიროდაც კი არ გავიდა, ელემენტარულად რომ გადაეწყვიტა საკითხი, რომელიც, დამეთახნმებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა ამ დარბაზში. უამრავი ახალი მტკიცებულება წარვუდგინეთ. წარვუდგინეთ 27 პარლამენტარის თანხმობა თავდებთან დაკავშირებით. ასევე გაცხადდა საჯაროდ, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობის პარლამენტის წევრები, აქ იყვნენ უმრავლესობის პარლამენტის წევრები. ჩემთვის როგორც გახდა ცნობილი, კახა ოქრიაშილმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით. აქ იყო დამოუკიდებელი დეპუტატები, აქ იყო უმცირესობა, უმცირესობის ლიდერი. ქვეყანა, რომელიცაა საპარლამენტო რესპუბლიკა, მისი პარლამენტის წევრები და უმცირესობის ლიდერი უდგებოდნენ თავდებში ბატონ დავითს და აქედან გამომდინარე, მოსამართლე არც კი გასულა სათათბიროდ და მთელი პროცესის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ დროზე მორჩენილიყო პროცესი“,-განაცხადა კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, დაველოდებით დასაბუთებელ გადაწყვეტილებას, რით დაასაბუთებს მოსამართლე, რომ დავით კირკიტაძე მიმალვას აპირებდა, რით დაასაბუთებს მოსამართლე, რომ შესაძლოა, დავით კიკრიტაძემ მოახდინოს მოწმეებზე, მტკიცებულებებზე ზემოქმედება მაშინ, როდესაც პოლიციელთა ჩვენებებია და ყველაფერი ფირზეა აღბეჭდილი. წარმოუდგენელია სამართლებრივი თვალთახედვით“, - აღნიშნა კირკიტაძის უფლებადამცველმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისათვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვა და ეს განმარტა იმით, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მას კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო ან შინაპატიმრობა შეეფარდებინა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი