პოლიტიკა
დავით კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მისი თანაგუნდელი, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს ხელისუფლება დასრულდეს და შს მინისტრი გიორგი გახარია გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
„საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხო. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები. ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი.
პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილები, მაგრამ არ დავემორჩილებით უკანონო მოთხოვნას. ჩვენი დასაცავი გახდებიან, მათ შორის ფიზიკური დასაცავები ამ ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები. ესენი არიან კლასიკური, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები, ანუ ლაჩრები”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, თუ მართლმსაჯულებაა ქვეყანაში, თუ მოსამართლე მოსამართლეა, სასამართლოს შენობის გარეთ უამრავი პოლიციელი რაში სჭირდებოდათ.
„ახლა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ გამაგიჟოთ, მოსამართლეს რაღაცა რომ წასცდენოდა, ცოცხალი ვერ გამოასწრებდა, რისთვის იდგნენ იქ სუს-ის თანამშრომლები.დამუშავებულ, დამჟავებული მოსამართლეები ჰყავთ. არის ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ კირკიტაძეს გაათავისუფლებდნენ? არავის აღარ ეშინია ბიძინა ივანიშვილის. კლასიკური პოლიტიკური პატიმარია, არ ეწყინებათ ჩვენს მეგობრებს, ვინც ციხეში არიან, ან დევნაში არიან, დავით კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ოპოზიციაში მყოფი სხვა ქალაქში ატარებ დემონსტრაციას, გზას კამაზით ჩაგიხერგავენ, არ გიშვებენ, შენ ეუბნები, რომ გაგიშვან და ამის გამო დაიჭერენ, ეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. იქ არანაირი პოლიცია არ მჯდარა, ეს იყო ფორმიანი დამნაშავე, ყველაფერს ვეცდებით, ჩვენ რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ხელისუფლება”, – განაცხადა მელიამ.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა დავით კირკიტაძისათვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვა და ეს განმარტა იმით, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


