სამართალი
დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც ბრალს დაადასტურებდა“, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებებისას.
საქმე ეხება თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების ქონებას ფოთის პორტში. გამოძიების ინფორმაციით, 2010 წელს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ე.წ პიქსელის შენობაში დაიბარა თამაზ ნიჟარაძე და ფოთის პორტში მისი ბიზნეს აქტივების გადაფორმება მოსთხოვა. პარალელურად კი ბიზნესმენის სახლში კონტროლის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველები იყოფებოდნენ, რათა თამაზ ნიჟარაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელებულიყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ ნიჟარაძეებმა მრავალმილიონიანი საკუთარი ბიზნეს აქტივები კეზერაშვილის კუთვნილ კომპანიებზე გადააფორმეს.
საქმეზე განხილვა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


