უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2017 17:25
font-size

დავით კეზერაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სირცხვილი - ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მილიონები „ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა“, რომლითაც ახლა პარტია „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ თქვა.

მან დავით კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ „სირცხვილი“ უწოდა.

„არ მაქვს მორალური უფლება, ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იშოვა მილიონები? - ის როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს ისევე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საქართველოს“, - განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, კეზერაშვილის გარდა „ევროპულ საქართველოს“ ყოფილი მინისტრის ყველა ბიზნესპარტნიორი და მეწილე აფინანსებს.

„ყველა მისი ბიზნესპარტნიორი, ყველა მისი მეწილე დღეს აფინანსებს ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის პარტიას. თქვენ გგონიათ, რომ ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს ყველაფერი?“, -აღნიშნა მელიამ.

ენმ-ის ლიდერმა გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მოღალატეები უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ გარეშე დაიბრუნებს ხალხის ნდობას.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი