უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 სექტემბერი, 2018 11:45
font-size

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ

ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან ითვლებიან.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად ითვლებიან. იმ შემთხვევაში თუ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირება მოხდება, საქართველოს მხარის მიერ გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა.

გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი