სამართალი
დავით ებრალიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის, იურიდული ფირმა „ებრალიძე და კომპანიის“ დამფუძნებლი დავით ებრალიძე იბრძოლებს.
როგორც ებრალიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყანაში მართლმსაჯულება არასაკმარისად ჯანსაღია და გამარჯვების შემთხვევაში ამის გამოსასწორებლად იმუშავებს.
„გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. ამის მიზეზი პირველ რიგში არის, ადვოკატებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მცდელობა და მეორე, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის შეცვლა. ადვოკატების ძირითადი კორპუსი არ არის მაღალშემოსავლიანი და სერიოზული პრობლემები აქვს შემოსავლებთან დაკავშირებით. ამის ორი მიზეზია; ერთი, ეს უკავშირდება არაჯანსაღ მართლმსაჯულების სისტემას და მეორე, თვითონ ადვოკატების უფლებები სამართლებრივად საკმარისად დაცული არ არის“,-განმარტა ებრალიძემ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის დეკემბერში გაიმართება. ასოციაციის თავმჯდომარეს, ასოციაციის წევრთაგან ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით აირჩევს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


