უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2018 14:25
font-size

დავით დონდუაზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ის დათანხმდეს რუსეთის წინადადებას - ნინო კალანდაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კალანდაძის ინფორმაციით, მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველო შესაძლო, დათანხმდეს რუსეთის მიერ შეთავაზებულ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ვერსიას, სადაც რუსეთი არ იქნება წარმოდგენილი კონფლიქტის მხარედ.

როგორც კალანდაძემ „რუსთავი 2“-ს უამბო, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დავით დონდუაზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ის ამ შეთანხმებაზე წავიდეს, რის სანაცვლოდ მას საბერძნეთში ელჩად დანიშნავენ.

„იმდენად ბუნდოვანი იყო განცხადებები, რომ ამ დოკუმენტის მიღმა იმალება ქართული მხარის ის ნაბიჯი, რომელიც იქნება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ბატონ დავით დონდუაზე არის გაძლიერებული ზეწოლა, მათ შორის, ქართული მხარის მხრიდან, რომ დათანხმდეს რუსულ წინადადებას და სანაცვლოდ, მან ჯილდოს სახით მოიპოვოს ელჩის სტატუსი, როგორც ვიცით, საბერძნეთში. ისტორიული პასუხისმგებლობა ექნება ყველას, ვინც უშუალო მონაწილეობას მიიღებს ამაში, ვინც უშუალოდ გააფორმებს ამ შეთანხმებას, რომელიც ნამდვილად არის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა“, -თქვა კალანდაძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების მეორე დღეს მონაწილე მხარეები ძალის არგამოყენების შესახებ ერთიანი განცხადების ტექსტზე მსჯელობას გააგრძელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ვერ ასახელებს, კონკრეტულად როდის შეთანხმდებიან მხარეები ამ განცხადების მიღებაზე. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ქართული მხარისთვის ხელსაყრელი იყოს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი