უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2017 17:45
font-size

დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპსთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ზეცსთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ. ყურადღება გამახვილდა რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების, ასევე აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, ადგილობრივთა წვდომას კერძო საკუთრებაზე და იზოლაციაში აქცევს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. კერძოდ, ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. საუბარი შეეხო ასევე გალის რაიონის კვალდაკვალ, ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას მიმდინარე სასწავლო წლიდან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს ადგილზე.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე სამშვიდობო პროცესზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ბოლო რაუნდების განმავლობაში მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი.

შეხვედრის ბოლოს ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი