პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძის თემით ბრიუსელის ვიზიტისა და გერმანიის კანცლერის სტუმრობის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ვარაუდით, დავით ჭიჭინაძის თემის გააქტიურებით ბრიუსელის ვიზიტისა და საქართველოში გერმანიის კანცლერის სტუმრობის გადაფარვა მიმდინარეობს.
„ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ამ თემით ბრიუსელის ვიზიტისა და გერმანიის კანცლერის სტუმრობის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და საუბარია ფაცი-ფუცზე, რაც ერთმა კოლეგამ შემოგვთავაზა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძის განცხადებაზე ფრაქციის შექმნის შესახებ საუბრისას თქვა, რომ რეალურ საფრთხესა და პრობლემას ყველა კარგად აცნობიერებს.
დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდში კრიტიკული აზრის გამოთქმისა და კამათის შეზღუდვა არ არსებობს.
„ოპონენტი მხარის მთავარი ამოცანა დესტაბილიზაცია და მმართველი გუნდის რყევაა. ამ ნარატივში ის იდეა კარგად ჯდება, რაც ჭიჭინაძემ წამოაყენა. არა მგონია, რომ ეს განგებ ხდება და ვფიქრობ, თავის შეხედულებებით აკეთებს, მაგრამ რეალური პრობლემა ესაა და არა, ფრაქციის შექმნაზე ჭორაობა და ლაპარაკი. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დავით ჭიჭინაძე აკეთებს. არა მგონია, რომ ამას შეგნებულად აკეთებს”, – აღნიშნავს დეპუტატი.
ვოლსკის განმარტებით, დავით ჭიჭინაძეს შეუძლია, პოლიტსაბჭოს მიმართოს, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებულია, სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გასაჩივრდეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


