პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, რაც ქვეყანას სჭირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, რაც „ქვეყანას სჭირდება“.
როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მცირე მთავრობის რეფორა იმაზე მორგებული, რომ დაზოგილი თანხები წავიდეს სოციალურ მიმართულებებზე.
„ბახტაძის პროგრამაში ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვა დევს, რაც პირველი ეტაპია და ეს გაგრძელდება. მთავარია, პროცესი დაიწყო და ის კანონები მიღებული იქნება, რომელიც იმ განუკითხაობას შეზღუდავს, რაც სახელმწიფოში არსებობს. უპროგრამო პრემიერ-მინისტრი არ გამიგია, მაგრამ ამას შემდეგ როგორ და რანაირად აღასრულებს, ეს გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ მამუკა ბახტაძე ძალისხმევას მაქსიმალურად არ დაიშურებს, რომ ეს პროგრამა შეასრულოს”, – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ჭიჭინაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საკუთარ არჩევანში ძალიან შეზღუდული არ უნდა იყოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


